ტესტები


                                                                         ისტორია
                                                        IX კლასი   (Iვარიანტი)
                                              პედაგოგი: ხ. გაბუნია.                             მოსწავლე:---------------------
                                                                                                                    თარიღი:----------------------
1.    როდის გაუქმდა ქართლ-კახეთის სახელმწიფოებრიობა?(0,5ქ)
ა) 1800 წ.          ბ) 1783წ.            გ) 1801წ.
2.    1832 წელს შეთქმულების მონაწილეებმა შეიმუშავეს აჯანყების კონკრეტული გეგმა:(0,5)
ა) აქტი გონიერი;      ბ) პირველი ღამის განკარგულება;
 გ) ივერიელთა ერთობის ტრაქტატი
3.    დაალაგე ქრონოლოგიური თანმიმდევრობით: (2ქ)
ა) ავტოკეფალიის  გაუქმება; ბ) იმერეთის სამეფოს დაპყრობა; გ) სოლომონ II-ის გარდაცვალება ; დ)თავადთა შეთქმულება კახეთში ; ე) პეტერბურგსა და მოსკოვში ფარული ორგანიზაციების ჩამოყალიბება, ქართველი ბატონიშვილების მიერ.
1
2
3
4
5






4.    წყაროს ანალიზი(2ქ)
ნაწყვეტი სოლომონ დოდაშვილის ლექსად დაწერილი მოწოდებიდან.
„აღვიპყრათ ხელთა მახვილი, მივცეთ მტერთა შიში ძრიელი, ვეცეთ, ვეძგერნეთ გაგულებულნი, განვდევნოთ სოფლით ძალით მოსულნი, ჩვენ მამულისა მაოხრებელნი, წარვიდნენ აქით, არ იყვნენ აქა!“
წყაროს მიხედვით უპასუხეთ შეკითხვებს:
ა) რომელ დამპყრობლებს გულისხმობს სოლომონ დოდაშვილი?
ბ) იმსჯელე დამპყრობთა წინააღმდეგ ბრძოლის როგორი ფორმისაკენ მოუწოდებს სოლომონ დოდაშვილი?
5.    * ვინ არის სურათზე გამოსახული? *  რა აკავშირებს საქართველოსთან მას?  (2ქ)

6.    როგორ იბრძოდნენ კახეთში კოლონიური რეჟიმის წინააღმდეგ?(აჯანყების მიზეზები, მსვლელობა, შედეგები) 3ქ.
                                                           ისტორია
                                                            IX კლასი     (IIვარიანტი)

                            პედაგოგი: ხ. გაბუნია.                             მოსწავლე:---------------------
                                                                                                  თარიღი:----------------------

1.      ქართლის მთიანეთში ანტირუსული აჯანყება მოხდა?(0,5ქ)
ა) 1802წ;       ბ)1804წ;     გ)1812წ.
2.    მრისხანე თავადს უწოდებდნენ (0,5ქ)
ა) პავლე ციციანოვს;   ბ) მარკიზ პაულუჩს;  გ) გიორგი როზენს.
3.    დაალაგე ქრონოლოგიური თანმიმდევრობით (2ქ)
 ა) რუსეთიდან საქართველოში გერმანელი კოლონისტები ჩამოასახლეს; ბ) იმერეთის სამეფოს დაპყრობა; გ) 55 ათასზე მეტი აფხაზი და ქართველი მუჰაჯირად იქცა; დ)თავადთა შეთქმულება კახეთში ; ე) პეტერბურგსა და მოსკოვში ფარული ორგანიზაციების ჩამოყალიბება, ქართველი ბატონიშვილების მიერ.
1
2
3
4
5





               
4.    წყაროს ანალიზი(2ქ)
შეთქმულების მონაწილეთა საგამოძიებო ჩვენებიდან შეთქმულების მიზნების შესახებ
ა) ალექსანდრე ორბელიანი „შეთქმა ისე უნდა მომხდარიყო, რომ მთელი კავკასია შავი ზღვიდან მოყოლებული კასპიის ზღვამდე....ხალხი უნდა გავერთიანებულიყავით და ერთიანი აღრეულობა მოგვეხდინა.“
ბ)სოლომონ დოდაშვილი „...მიზანი იმაში მდგომარეობდა, რომ შემეკრიბა თავადები და მეთხოვა შემოწირულობა....მაგრამ ბოლოს დავინახე ჩვენი საუბარი ამ საგანს ასცდა, თავი დავანებე...ჩვენ არა შევიწროვებამ გვაფიქრებინა საქართველოს განთავისუფლება, არამედ მხოლოდ სისულელემ, გამოუცდელობამ და ახალგაზრდობამ ჩვენმა.“
უპასუხეთ კიტხვებს:
ა) დაადგინე შეთქმულების მიზანი. იმსჯელე რამდენად გულწრფელია სოლომონ დოდაშვილი.(2ქ)
ბ) შეაფასე, შეთქმულების მეთაურთა ჩვენებებიდან გამომდინარე მათი პიროვნული თვისებები.(1ქ)
გ)რომელ წელს იგეგმებოდა ეს შეთქმულება და რით განსხვავდება იგი IX საუკუნის პირველი ოცწლეულის აჯანყებებისგან? (2ქ.)
დ)იმჯელე შეთქმულების დამარცხების მიზეზებზე. მიაღწევდა თუ არა შეთქმულება მიზანს, რომ არ გაეცათ? დაასაბუთე პასუხი. (3ქ)
                                                                ისტორია
                                                  IX კლასი    I (Iვარიანტი)
                                 პედაგოგი: ხ. გაბუნია.                  მოსწავლე:---------------------
                                                                                           თარიღი:----------------------
1.    როდის მოხდა სოხოისტას ბრძოლა?(0,5ქ)
          ა) 1535წ;         ბ) 1545წ;      გ) 1555წ
2.    1555 წელს ირანსა და ოსმალეთს შორის დაიდო(0,5ქ)
ა) გიულისტანის ზავი;   ბ) ქუჩუკ-კაინარჯის ზავი;   ბ) ამასიის ზავი.
3.    დაალაგე ქრონოლოგიური თანმიმდევრობით: (2ქ)
ა) ამასიის ზავი;  ბ) ბაზალეთის ბრძოლა; გ) შაჰაბასის ლაშქრობები კახეთში; დ) გარისთან ბრძოლა; ე) ქეთევან დედოფალის სიკვდილით დასჯა.
1
2
3
4
5





4.    წყაროს ანალიზი(2ქ)
ბერი ეგნატაშვილი
„მეფეს ამდენი, რომ არ ებრძოლა, ახლა საქართველო სარკინოზი გახდებოდა და დღეს ქართველები ქართველად რომ იხსენიებიან, ეს მისი ხმლის დამსახურებაა“
ა) ბერი რომელი მეფის შესახებ საუბრობს?
ბ) რომელი კუთხის მეფე იყო იგი?
გ) რატომ მიიჩნევდა ბერი ამ მეფის დამსახურებად იმას რომ საქართველო გადაურჩა გამუსულმანებას  და თვითმყოფადობა შეინარჩუნა?
დ) იმსჯელე რატომ იყო ამ მეფის ბრძოლა არა მხოლოდ  მისის სამეფოს, არამედ მთელი საქართველოს გადარჩენისთვისაც მნიშვნელოვანი.
5.    5.1 რომელი მეფეა ფრესკაზე გამოსახული? (0.5ქ)
5.2 რომელ მონასტერშია მოცემული ფრესკა?(0,5ქ)
                                                                                             
6.    ჩაასწორე  შეცდომები: (4ქ)
1556 წელს გარისთან ოსმალებთან ბრძოლის დროს სასიკვდილოდ დაიჭრა სიმონ I. გმირი მეფე გელათშია დაკრძალული. 1569 წელს ფარცხისის ბრძოლაში მეფე დამარცხდა და ის სტამბულში წაიყვანეს.
                                                      ისტორია
                                      IX კლასი     (IIვარიანტი)
                  პედაგოგი: ხ. გაბუნია.                             მოსწავლე:---------------------
                                                                                        თარიღი:----------------------
1.    რომელ ტერიტორიაზე დააარსეს ოსმალებმა ჩილდირის საფაშო?(0,5ქ)
ა) კახეთ-ჰერეთის; ბ) სამცხე-საათაბაგოს?  გ) ტრაპიზონის იმპერიის
2.    შაჰაბასმა კახეთი დალაშქრა:(0,5ქ)
ა) 1600-1614წწ.    ბ) 1614-1617წწ.    გ)1617-1625წწ.
3.    დაალაგე ქრონოლოგიური თანმიმდევრობით:(2ქ)
ა) ლუარსაბ II სიკვდილით დასჯა; ბ) მარტყოფის ბრძოლა; გ) ფარცხისის ბრძოლა დ) ჩილდირის სამეფოს დაარსება; ე) მღვდელი თევდორეს სიკვდილით დასჯა
    1
    2
     3
    4
   5





4.      4.1რა სცენაა გამოსახული ფრესკაზე?(0,5ქ)
4.2რომელ ტაძარშია ეს ფრესკა გამოსახული?(0,5)
                                                                      
5.    წყაროს ანალიზი. (4ქ)
XIV საუკუნეში გახშირდა ადამიანებით ვაჭრობა(ტყვეთა სყიდვა) ამ მოვლენის წინააღმდეგ გაილაშქრა ბაგრატ III და ტყვეთა სყიდვა აკრძალა.“
5.1 დაწერე რა შედეგის მომტანი იყო საქართველოსთვის ტყვეთა სყიდვა სოციალური და ეროვნული თვალსაზრისით?
5,2დაწერე რა შედეგის მომტანი იყო საქართველოსთვის ტყვეთა სყიდვა ეკონომიკური თვალსაზრისით?
5.3  თქვენი აზრით ვის აწყობდა ტყვეებით ვაჭრობა და ვის წინააღმდეგ მოუწია მეფეს გალაშქრება?
5.4  ბაგრატ III გარდაცვალების შემდეგ დასავლეთ  საქართველოში როგორი ვითარება იყო?
6.    უპასუხე შეკითხვებს(2ქ)
6.1 ვინ იყო გიორგი სააკაძე ?
6.2გიორგი სააკაძე გმირი, კარიერისტი თუ მოღალატე? შენი პასუხი დაასაბუთე არგუმენტირებულად

                                                         ისტორია
                                      IX კლასი  (ინდივიდუალური)  
           პედაგოგი: ხ. გაბუნია.                             მოსწავლე:---------------------
                                                                                 თარიღი:----------------------
                                                                                                                   
1.    როდის მოხდა სოხოისტას ბრძოლა?(0,5ქ
ა) 1535წ;         ბ) 1545წ;      გ) 1555წ
2.    1555 წელს ირანსა და ოსმალეთს შორის დაიდო(0,5ქ)
ა) გიულისტანის ზავი;   ბ) ქუჩუკ-კაინარჯის ზავი;   ბ) ამასიის ზავი.
3.    რომელ ტერიტორიაზე დააარსეს ოსმალებმა ჩილდირის საფაშო?(0,5ქ)
ა) კახეთ-ჰერეთის; ბ) სამცხე-საათაბაგოს?  გ) ტრაპიზონის იმპერიის
4.    შაჰაბასმა კახეთი დალაშქრა:(0,5ქ)
ა) 1600-1614წწ.    ბ) 1614-1617წწ.    გ)1617-1625წწ.
5.    სოლომონ I იყო:
ა) კახეთის მეფე;                  ბ) ქართლის მეფე
6.    ვინ არის ფრესკაზე გამოსახული?    ა) ლუარსაბ I ;  ბ) ლუარსაბ II
7.    ვინ არის სურათზე გამოსახული? ა) გიორგი სააკაძე;  ბ) შაჰ აბასი

8.    ვინ იყო გიორგი სააკაძე?
ა) ქართლის მეფე;     ბ) თბილისის მოურავი
9.    რომელ წელს მოკლეს გიორგი სააკაძე
ა) 1625წ.      ბ) 1629წ
10. ვინ მოკლა გიორგი სააკაძე?

ა) ოსმალებმა;     ბ) ირანელებმა


                                                  VIII კლასი
                                                     ტესტი ისტორიაში. 
                                   პედაგოგი: ხ. გაბუნია    მოსწავლე----------------------        24.05.2017
1.    ვასკომ და გამამ შემოუარა აფრიკას და ინდოეთს მიაღწია (0.5ქ)
ა) 1498წ.           ბ) 1530წ.               გ) 1698წ.
2.    კვანძური დამწერლობა ჰქონდათ (0.5ქ)
ა) ეგვიპტელებს.   ბ) ფინიკიელებს       გ) ინკებს
3.    შეავსე დიეგრამა: „დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების მიზეზები(1ქ)
Овал: დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების მიზეზები      








4.      წყაროს ანალიზი.(1ქ.)
„თქვენმა უდიდებულესობამ მიბრძანა...წავსულიყავი ინდოეთისკენ...და ამისთვის და ამისთვის დათანხმდა ებოძებინა ჩემთვის „დონ“-ის ტიტული..უმაღლესი ადმირალობა და იმ კუნძულებისა და კონტინენტის გუბერნატორობა, რომლებსაც აღმოვაჩენდი
კითხვები:
ა) რომელი ქვეყნის მეფემ დააფინანსა კოლუმბის მოგზაურობა?
ბ) რა იყო კოლუმბისა და ზოგადად ექსპედიციის მიზნები?
5.    უპასუხე შეკითხვებს;
ა) რამდენი სახის არის ბაზარი?(დაასახელე)
ბ)რას ნიშნავს თავისუფალი? რეგულირებადი ბაზარი?
გ)როგორი ტიპის სახელმწიფოში შეიძლება იყოს რეგულირებადი ბაზარი?
6.    ჩაასწორე მცდარი ტექსტი

1520 წელს პედრო კაპრალმა ბრაზილია აღმოაჩინა. პაპის ალექსანდრე VI, ჩარევით პორტუგალიამ და ესპანეთმა ახლად აღმოჩენილი ტერიტორიები  გაიყვეს. დასავლეთით არა ქრისტიანული მიწები პორტუგალიის ხებოდა, ხოლო აღმოსავლეთისი კი-ესპანეთის.ეს ხაზი 1474 წელს დაზუსტებული იქნა ტორდესილასის ხელშეკრულებით,


VIII კლასი. ისტორია 26.10.16 (IIვარიანტი)
                                      პედაგოგი:  ხათუნა გაბუნია
                                      მოსწავლე: ________________
1.    რომელ წელს დაიწერა საქართველოს პირველი კონსტიტუცია: (0,5ქ)
ა)1995წ;      ბ) 1995წ;     გ) 1921წ;    დ)1926წ.
2.    კონფრონტაცია არის: (0,5ქ)
ა) შუამავლობა,    ბ)  დაპირისპირება.   გ) ადგილობრივი, ვიწრო
3.    წყაროს ანალიზი (2ქ.)
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ბილში შემავალი დოკუმენტები:
                                    1.ადამიანის უფლებათა
                                                  დეკლარაცია
 



2.საერთაშორისო პაქტი                                                    3.საერთაშორისო პაქტი ეკონომიკური
სამოქალაქო და პოლიტიკური                                         სოციალური და კულტურული უფლე-
უფლებების შესახებ.                                                            ბების შესახებ.
კითხვები: 1.ჩამოთვალე ბილში შემავალი დოკუმენტები
                    2.რომელ წელს შეიქმნა ადამიანის უფლებათა დეკლარაცია.
                    3. რომელ წელს შეიქმნა საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური       
                     უფლებების შესახებ?
        4.ბევრი ქვეყანა უარს ამბობს ბილის პრინციპებსა და პროცედურებზე. რატომ?
          4. დაალაგე ქრონოლოგიურად2ქ
ა) ბერძნელ-სპარსელთა ომები
ბ) პუნიკური ომები
გ)კონფლიქტები შუამდინარეთში
დ)ბიზანტიისა და სასანიანთა ირანის დაპირისპირება
         1
        2
       3
       4




5.რომელ სახელმწიფოებს შორის მიმდინარეობდა პუნიკური ომები და რა მიზეზით?2ქ

6.ჩამოთვალეთ რამდენი პუნიკური ომი იყო, რომელ წლებში და რა შედეგებით დასრულდა.


              VII კლასი შემაჯამებელი  ტესტი  ისტორიაში.               პედაგოგი: ხათუნა  გაბუნია
1.    ლანკასტერებისა და იორკების საგვვარეულოებს შორის ომს ეწოდა? (0,5ქ)
ა.ალისფერი და თეთრი ვარდების ომი.  ბ) ასწლიანი ომი  გ) ჟაკერია.
2.    ასწლიანი ომის ძირითად მიზეზად იქცა? (0,5ქ)
ა. ნორმანისა და ბრეტანის კონფლიქტი        ბ) აქვიტანიისა და ფლანდრიის ტერიტორია
3.    დაალაგე  ქრონოლოგიური  თანმიმდევრობით(2ქ)
ა. ასწლიანი ომი დაიწყო;
ბ. ბრეტანის ზავი;
გ. ასწლიანი ომი დასრულდა;
დ. შავი ჭირის ეპიდემია ევროპაში;
ე. ჟანა დ 1 რკმა ორლეანთან  ინგლისელები  გაანადგურა.
4.    წაიკითხეთ ისტორიული წყარო და უპასუხეთ ქვემოთ მოცემულ შეკითხვებს. ( თითოეული სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით.(4ქ)
ბალდასარე კასტილიონე დიდებულის  ქცევის  ნორმებზე.
„სრულყოფილი  მსახურის  მიზანიაბატონისაგან, ვისაც ის ემსახურება, კეთილგანწყობა და ნდობამოიპოვოს.მან ყველაფერი იმის შესახებ, რაც ბატონს სჭირდება, სიმართლე უნდა უთხრას...როცა მსახური ხედავს,რომ მისი ბატონი არასწორ ქმედებას აპირებს,წინააღმდეგობის გაწევა უნდა გაბედოს.ის უნდა  შეეცადოს,რომ ბატონს ნებისმიერ ბოროტ განზრხვაზე ხელი ააღებინოს და  ჭეშმარიტების გზაზე დააყენოს“
4.1  ბალდასარე კასტილიო რომელ ქვეყანაში ცხოვრობდა?
4.2  ბალდასარემ რომელ წელს დაწერა წიგნი „სამეფო მსახურთა შესახებ“
4.3  ბალდასარე კასტილიომ რომელი ეპოქის დიდებულების ქცევის ნორმები ჩამოაყალიბა?
4.4  დაწერეთ წყაროს მიხედვით,რაში მდგომარეობდა მსახურის  მოვალეობები.
5.      . დაასახელე რომელი სოციალური ფენა  შეიქმნა ინდუსტრიულ საზოგადოებაში. (1ქ)
   . განმარტე  რას  ნიშნავს  ტირანი. (1ქ)
   .  დაწერე  რატომ  უწოდებდნენ მედიჩებს  ტირანებს.(1ქ)


                           VII კლასი შემაჯამებელი  ტესტი  ისტორიაში.              
1.    ლანკასტერებისა და იორკების საგვვარეულოებს შორის ომს ეწოდა? (0,5ქ)
ა.ალისფერი და თეთრი ვარდების ომი.  ბ) ასწლიანი ომი  გ) ჟაკერია.
2.    ასწლიანი ომის ძირითად მიზეზად იქცა? (0,5ქ)
ა. ნორმანისა და ბრეტანის კონფლიქტი        ბ) აქვიტანიისა და ფლანდრიის ტერიტორია
3.    დააკავშირე: (1ქ)
1.      ჯანა დ არკი                                    ა. ინგლისი
2.      ჟან II კეთილი                                 ბ. ინგლისი
3.      ედუარდIII                                      გ. საფრანგთი
4.      ჰერცოგი ჰენრი                               დ. საფრანგეთი
5.       
4.    ჩამოთვალეთ  ასწლიანი ომის  მონაწილე ისტორიული პირები.
განსაზღვრეთ მათი სოციალური სტატუსი.
შენი აზრით რომელი იყო ყველაზე  წარმატებული მოღვაწე?
ახსენი მისი წარმატების მიზეზი. (4ქ)

5.    უპასუხე შეკითხვებს:(4ქ)
ა) რომელ წელს და ვის მიერ იქნა მიღებული „ბავშვის  უფლებათა კონვენცია“
ბ) რატომ გახდა აუცილებელი ზემოთ აღნიშნული კონვენციის მიღება?
გ) T დიაგრამის საშუალებით ჩამოწერე შენი უფლებები და მოვალეობები ოჯახში.
დ) ახდენს თუ არა ბავშვის განვითარებაზე მატერიალური მდგომარეობა, გავლენას?

                                                       ისტორია
                                      VII კლასი   (IIვარიანტი)
                                              პედაგოგი: ხ. გაბუნია.                             მოსწავლე:---------------------
                                                                                                                    თარიღი:----------------------
1.    კვანძოვან წერილებს ანუ კიპუს ჰქმნიდნენ:(0,5ქ)
ა) ინკები;   ბ) აცტეკები;  გ) ტოლტეკები; დ) მაიას ტომები.
2.    აცტეკების ცივილიზაციამ არსებობა შეწყვიტა:(0,5)
ა) 1150წ.   ბ) 1170წ.     გ) 1519წ.
3.    წყაროს ანალიზი. (2ქ)
აცტეკ ქალს როგორც საკუთრების ქონის, ასევე მემკვიდრეობის მიღების უფლება ჰქონდა.... ქალებს ევალებოდათ სახლში მუშაობა, ქსოვილების დამზადება და ბავშვების გაზრდა. თუმცა ზოგიერთი მათგანი ქურუმი ხდებოდა.
უპასუხე შეკითხვებს:
3.1  იმსჯელე ქალის როლზე აცტეკთა საზოგადოებაში.
3.2  გაიხსენეთ ძველი მსოფლიოს რომელ ქვეყანაში ჰქონდათ ქალებს მსგავსი უფლებები.
4.    უპასუხეთ შეკითხვებს;(5ქ)
4.1  დახაზეთ და შეავსეთ მაიას სოციალური ფენების პირამიდა.
4.2  როგორ ფიქრობ რა შეიძლება გამხდარიყო მაიას ცივილიზაციის დაცემის მიზეზი.
4.3  შეადარე ქალის როლი მაიას, აცტეკებისა და ინკების საზოგადოებაში. სად ჰქონდათ მათ მეტი უფლებები? დაასაბუთე შენი მოსაზრება.
4.4  ახსენი შენი სიტყვებით რას ნიშნავს ავტორიტარიზმი.
4.5  კიდევ რა შეიძლება უწოდო მსგავსი მართველობის ფორმას.
5.    დაალაგეთ ქრონოლოგიურად (2ქ)
ა) აცტეკები ტექსკოკოს ტბის ერთ-ერთ კუნძულზე დასახლდნენ.
ბ) ინკების სახელმწიფოს ჩამოყალიბება.
გ) ტოლტეკების იმპერიის ჩამოყალიბება.
დ) მაიას ცივილიზაციის ჩამოყალიბება.
ოლმეკების ცივილიზაციის წარმოშვება.
ე) ტეოტიჰუკანის განადგურება.



         1

        2

        3

       4

       5








                                  ისტორია
                                      VII კლასი                              
                                      ინდგეგმა
1.    ქრისტეფორე კოლუმბმა აღმოაჩინა:
ა) ამერიკა;     ბ) აფრიკა
2.    პერიოდს, სანამ კოლუმბი ამერიკას აღმოაჩენდა უწოდებენ:
ა) კოლუმბამდელ ხანას
ბ) ადრინდელ ხანას.
3.    შემოხაზე რუკაზე ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკა.
4.    ამერიკის ტერიტორიაზე არსებობდა:
ა) მაიას ცივილიზაცია. ბ) მონღოლების ცივილიზაცია.
5.    იეროგლიფური დამწერლობა შექმნეს;
ა) მაიას ტომებმა  ბ) აცტეკებმა.
6.    ერთპიროვნული მმართველობა ჰქონდათ:
ა) აცტეკებს  ბ) ტოლტეკებს.
7.    კვანძოვანი დამწერლობა ჰქონდათ:
ა) ინკებს. ბ) აცტეკებს.
8.    ოლმეკი ნიშნავს:
ა) კაუჩუკის ხალხს.  ბ) ხის ხალხს.
9.    კანოები არის:
ა) ინდიელთა ნავის სახელწოდება  ბ) ინდიელთა მანქანის სახელწოდება
10. ტერასების სისტემას იყენებდნენ:
ა) ინკები;   ბ) ოლმეკები.








Комментариев нет:

Отправить комментарий