ნორჩ ისტორიკოსთა კლუბი

9 ნოემბერი 2018წელი

თბილისის 169 საჯარო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები ვიმყოფებოდით სიმონ ჯანაშიას სახელობის ეროვნულ მუზეუმში ნორჩ ისტორიკოსთა სკოლის შეხვედრაზე. ბავშვებმა მოისმინეს პროფესორ პაატა ნაცვლიშვილის ლექცია.ბატონმა პაატამ ტიმ სევერინის "არგოთი" იმოგზაურა. გაიმეორა სულხან-საბას ევროპაში მოგზაურობის მარშრუტი. ახლახან ჩამოვიდა ცეცხლოვანი მიწიდან. ბატონმა პაატამ ბავშვებს შესთავაზა თავად აერჩიათ ლექციის თემა მისი მოგზაურობებიდან. ბავშვების თხოვნით მან ისაუბრა სულხან-საბას განვლილ გზაზე და 300 წლის განმავლობაში მომხდარ ცვლილებებზე. შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო და ემოციური









1 თებერვალი 2019წელი

თბილისის 169 საჯარო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები ვიმყოფებოდით ნორჩ ისტორიკოსთა კლუბის შეხვედრაზე ეროვნულ მუზეუმში. კლუბის წევრებმა მოისმინეს ლექცია თემაზე:"ნოქალაქევის არქეოლოგიური გათხრები" რომელიც წაიკითხეს ისტორიის მეცნიერებათა დოქტორებმა, ბესარიონ ლორთქიფანიძემ და ნიკო მურღულიამ .









15.02.2019

თბილისის 169 საჯარო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები ვიმყოფებოდით ნორჩ ისტორიკოსთა სკოლის შეხვედრაზე, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, სადაც მოვისმინეთ პროფესორ მიხეილ ბახტაძის ლექცია თემაზე:"დავით აღმაშენებელი"
ლექციის შემდეგ დავათვალიერეთ გამოფენა "დავით აღმაშენებლის ეპოქის ხელნაწერი მემკვიდრეობა"
შეხვედრა გამოვიდა ძალიან საინტერესო. საგამოფენო დარბაზი ბავშვებით იყო გაჭედილი, ერთი საათი ისე გავიდა ვერც კი გავიგეთ. კიდევ დიდი სიამოვნებით მოვუსმენდით ბატონ მიხეილს. რაც შეეხება გამოფენას, ძალიან საინტერესო ხელნაწერები იყო წარმოდგენილი. 
მადლობა Manana Shekiladze ქ. მანანა ასეთი საინტერესო შეხვედრის ორგანიზებისთვის💖



















04.10.2019წ.

თბილისის 169 საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები ვიმყოფებოდით საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, ნორჩ ისტორიკოსთა სკოლის შეხვედრაზე.ჩემს მოსწავლეებს მადლობას ვუხდი აქტიურობისთვის და ვუსურვებ წარმატებებს.❤️





Комментариев нет:

Отправить комментарий