ტური თბილისის სააპელაციო სასამართლოში.
სამოქალაქო განათლების ჭრილში. IX და X კლასი.
პედაგოგი: ხათუნა გაბუნია. თარიღი:12.03.20015.
მიზანი: მოსწავლეები ეცნობიან ხელისუფლების მესამე შტოს ფუნქციებსა და მუშაობის პირობებს.
ტურის პროგრამა: ვიზიტის ფარგლებში, მოსწავლეებმა მოისმინეს პრეზენტაცია სასამართლო სისტემის, არასრულწლოვანთა უფლებებისა და სამოსამართლო საქმიანობის შესახებ.
პრეზენტაციის ფარგლებშივე განხილული იქნა, სასამართლო ინსტანციებს შორის განსხვავებები, სასამართლო ატრიბუტიკის თავისებურებები.
საინტერესო რუბრიკა: „ ამოხსენი კაზუსი“; ტურის ფარგლებში მოსწავლეები ისმენენ კაზუსს საბავშვო-სახალისო სამართლის წიგნიდან „სამართლის ქალაქი“ - სანამ ისინი კაზუსის პასუხს გაიგებენ თავად ცდილობენ კაზუსს სამართლებრივი დასაბუთება მოუძებნონ.
ლექციის დასრულების შემდგომ, მოსწავლეებმა სასამართლოს შენობა დაათვალიერეს და იხილეს სხდომათა დარბაზები.
იმიტირებული სასამართლო სააპელაციო სასამართლოში.169საჯარო სკოლის მოსწავლეები.
22 მაისი 2018წელი
ტური პარლამენტში. კლუბის წევრები ეწვივნენ პარლამენტის ისტორიულ შენობას თბილისში. დაათვალიერეს პირველი რესპუბლიკის, დავით აღმაშენებლის (ბიურო), შოთა რუსთაველისა და თამარ მეფის სახელობის დარბაზები, ასევე, პლენარულ სხდომათა დარბაზი. მოვილოცეთ პარლამენტის ეზოში მდებარე ხარების სახელობის სამლოცველო.
ტურის ფარგლებში მოსწავლეებმა მოისმინეს ლექცია ქართული პარლამენტარიზმის ისტორიის, პარლამენტის სტრუქტურის, მისიასა და როლის, აგრეთვე, კანონშემოქმედებითი პროცესის შესახებ.
პარლამენტის შენობაში ვნახეთ 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტი. 1991 წლის 9 აპრილის დამოუკიდებლობის აქტი თავისი ხელმოწერებით. ასევე 1995 წლის 24 აგვისტოს მიღებული საქართველოს კონსტიტუცია. პარლამენტში არის სტენდი სადაც იუნკერების ისტორია არის გადმოცემული. ბავშვებმა დაათვალიერეს პლაკატები და პატივი მიაგეს 1921 წელს დაღუპულ იუნკერებს.
ტური იყო ძალიან საინტერესო, შემეცნებითი რადგან პარლამენტში მოთავსებული ისტორიული ექსპონატები რეალურად გვაბრუნებდა წლების უკან და ვხდებოდით ჩვენი ქვეყნის ისტორიული მომენტების მონაწილე.

Комментариев нет:
Отправить комментарий