სამოდელო გაკვეთლის გეგმა
მასწავლებლის
სახელი, გვარი, პირადი ნომერი: ხათუნა
გაბუნია , პ/ნ
/
65002012071
საგანი:
სამოქალაქო განათლება
სწავლების საფეხური/კლასი:
საბაზო საფეხური, IX კლასი
მოსწავლეთს რაოდენობა:
31,
(2სსსმ მოსწავლე)
გაკვეთილის ტიპი:
სამოდელო-პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული
პრობლემის პროცესის სწავლებისას მოსწავლე არის აქტიური შემეცნებლის როლში,
რადგანაც თვითონ ცდილობს წამოჭრილი პრობლემის გამკლავებას.პრობლემა უნდა იყოსმოსწავლეებისთვის აქტუალური.პრობლემური ამოცანისშინაარსი მოსწავლეებში უნდა აღძრავდეს მოტივაციას და ინტერესს.
გაკვეთილის თემა:
ბულინგი
გაკვეთლის მიზანი:
მოსწავლეებმა შეძლონ:
მოსწავლეები გააცნობიერებენ
ბულინგის არსს, საზოგადოებრივ ჯგუფებში ძალადობის რისკფაქტორებს. ისწავლიან ბულინგის
ამოცნობას, სკოლაში არსებული
დისკრიმინაციის
დაძლევის
გზებს,
გაიაზრებენ საკუთარ როლს და პასუხისმგებლობას ბულინგის პრევენციასა და
შემცირებაში. შეძლებენ ძალადობის მსხვერპლთა პრობლემების გაცნობიერებას და გაკვეთილი
უზრუნველოფს
ბავშვებში
თანაგანცდის
უნარის
ჩამოყალიბებას.
გაკვეთილის მოდიფიცირებული
მიზანი: მოსწავლემ მიიღოს ინფორმაცია ბულინგის შესახებ. შეძლოს ბულინგის ამოცნობა და მისი დაძლევის გზების
პოვნაა.
შედეგები ( ე.ს.გ)
მოსწავლეს
შეუძლია საზოგადოებაში მშვიდობიანი თანაარსებობის საფუძვლებისა და პირობების
კვლევა.
მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს საქართველოს მოქალაქის
კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები, მოვალეობები და პასუხისმგებლობები
#
|
აქტივობის
აღწერა
|
გამოყენებული
მეთოდი/მეთოდები
|
კლასის
ორგანიზების ფორმა/ფორმები
|
სასწვლო
რესურსები
(დაასაბუთეთ შინაარსობრივი რესურსების
მიზანშეწონილობა სასწავლო მიზანთან მიმართებით)
|
დრო
(წთ)
|
1.
|
მიზანი: განწყობა-მოლოდინების
შექმნა, საორგანიზაციო საკითხების მოგვარება . მოსწავლეების დაინტერესება და მოტივირება გაკვეთილისთვის.
მისალმება,
სიის ამოკითხვა. გაკვეთილის თემისა და მიზნის გაცნობა.
|
ვერბალური ახსნა
|
საერთო საკლასო
|
ფლირჩატზე არის გაკვეთილის თემა და მიზანი გამოტანილი.
|
2წთ
|
2
3
|
გამოწვევა.
წინარე ცოდნის გააქტიურება.
აქტივობის მიზანი:
გააცნობიერონ
ბულინგის არსი
მოსწავლეების ინტერესის გამოწვევა
საკითხის ირგვლივ
აქტივობის აღწერა:
ასოციაციის რუკა: „ბულინგი“
სიღრმისეული
წვდომა
მივაწოდოთ ბავშვებს ბულინგის განმარტება. მინი ლექცია
აქტივობის მიზანი:
გაიაზრებენ საზოგადოებრივ ჯგუფებში
ძალადობის რისკფაქტორებს.
რისკფაქტორების გვირილა.
ფოთლებზე(5ფოთოლი) იწერება საზოგადოებრივი ჯგუფები: ოჯახი, სკოლა, საზოგადოება(ქუჩა),
სახელმწიფო, ინდივიდი(კონკრეტული ადამიანი) ჯგუფებში ურიგდებათ ფოთლები და ჯგუფები
დაწერენ ძალადობის სახეებს(რა სახის ძალადობა შეიძლება მიიღოს მოზარდმა ამ ჯგუფებიდან)
შემდეგ ფოთლებს გაცვლიან ისე რომ ყველა ჯგუფში მოხდეს ყველა ფოთოლი. ფოთლებს აკრავენ
დაფაზე და კითხულობენ ძალადობის სახეებს.
სსსმ მოსწავლეებს ევალებათ დაწერონ მხოლოდ ერთი საზოგადოებრივი ჯგუფის
მხრიდან რა ძალადობას შეიძლება მიიღონ მოზარდებმა.
|
კითხვა-პასუხი
ჯგუფური მუშაობა
|
საერთო საკლასო.
ჯგუფური
|
ფლირჩარტზე
იქნება ასოციაციის რუკა
გვირილა აიწყობა
დაფაზე.
|
2წთ
12წთ
|
4
|
აქტივობის მიზანი:
ბულინგის მახასიათებლების გაცნობა. ბულინგის ამოცნობა.
ინფორმაციის მიწოდება ბულინგის სამი ძირითადი მახასიათებლის შესახებ
და T დიაგრამა. გავარჩიოთ ბავშური სიცელქე და ბულინგი სიტუაციური
მაგალითების მიხედვით. ბარათები სიტუაციური მაგალითებით დაურიგდება ჯგუფებს, სადაც
იქნება ბავშური სიცელქის მახასიათებლებიც და ბულინგის მახასიათებლებიც. ჯგუფები იმსჯელებენ
და მიიღებენ გადაწყვეტილებას თუ რომელ გრაფაში უნდა მოვათავსოთ. თუ მოათავსებენ ბულინგის
გრაფაში უნდა დაასახელონ ბულინგის რომელ მახასიათებლით მიაკუთვნეს მას.
სსსმ მოსწავლეებს ურიგდებათ ბარათები სიტუაციური მაგალითით(გამარტივებული
ვარიანტი) და მათ ევალებათ ამოიცნონ ბულინგის მახასიათებელი.
|
ჯგუფური
|
ჯგუფური
|
მონიტორზე ბულინგის მახასიათებლები.
ფლირჩატზე T დიგრამა.
ბარათებზე სიტუაციები.
(დანართი1)
|
8წთ
|
5
6
7
8
|
აქტივობის მიზანი:
გაიაზრებენ საკუთარ როლს და პასუხის მგებლობას ბულინგის
პრევენციასა და შემცირებაში.
სიტუაციური ამოცანა.
ლეოს ისტორია.
1. გიორგი უნდა ჩაერიოს ჩხუბში
2. გიორგი არ უნდა ჩაერიოს ჩხუბში
3. სხვა გადაწყვეტილება, რომელსაც მოძებნიდით მოცემულ
სიტუაციაში
ეს სამი მოცემულობა იქნება ფურცლებზე დაწერილი და ოთახის სხვადასხვა კუთხეში გაკრული. ჯგუფებმა
უნდა მიიღონ გადაწყვეტილება და თავისი პოზიციის დასაფიქსირებლად მოგროვდნენ შესაბამისად
მოცემულ ფურცელთან.
სსსმ მოსწავლეები
არიან პირველი და მეორე ჯგუფის შემადგენლობაში. მათ დაევალებათ მოიყვანონ არგუმენტი
რატომ დაეთანხმნენ ჯგუფის წევრების გადაწყვეტილებას.
გავაცნობთ ანტიბულინგური ქცევის 3 ალგორითმს
აქტივობის მიზანი
შეძლებენ
ძალადობის
მსხვერპლთა
პრობლემების
გაცნობიერებას
და
გაკვეთილი
უზრუნველოფს
ბავშვებში
თანაგანცდის
უნარის
ჩამოყალიბებას.
გულზე მიყენებული „ჭრილობა“
არ შეიძლება განიკურნოს. თაბახის ფურცელიდან
გამოვჭრათ გული, დავჭმუჭნოთ, შემდეგ გავასწოროთ. ქაღალდი ბოლომდე არ გასწორდება-ასევე
გულზე მიყენებული ჭრილობები ბოლომდე არ განიკურნება.
ფილმის ყურება „დაამარცხე ბულინგი“
ფილმის ნაწილ-ნაწილ ყურება. პირველი ნაწილი.ფილმში
მოცემული ბულინგის მაგალითების გააზრება. გადაჭრის გზების ძიება. მეორე ნაწილი ფილმში
მოცემული გადაჭრის გზების ყურება, გააზრება
სსსმ მოსწავლეებს
მასწავლებელი სთავაზობს მოიფიქრონ და გამოთქვან თავიანთი აზრი ვიდეო რგოლში მოცემული
ბულინგის შემთხვავაში როგორ უნდა მოიქცნენ მოსწავლეებმა.
რეფლექსია:
რა ვისწავლე და როგორ გამოვიყენებ?
შეფასება
საშინაო დავალება:
ქართული მხატვრული ფილმი: „მაისის თოვლი“. განვიხილოთ მოცემული ანალიზის
ფურცელით.
სსსმ მოსწავლეებისთვის ფილმის ყურება და ფილმის შეფასება გამარტივებული
ანალიზის ფურცლით. დანართი №5
|
კითხვა-პასუხი
პროცესზე
დაკვირვება
ფილმის ყურება
კითხვა-პასუხი
განმავითარებელი
განმსაზღვრელი
|
ჯგუფური
საერთო საკლასო
საერთო საკლასო.
სიტყვიერი, კომენტარი
|
კედელზე გაკრული იქნება გადაწყვეტილებები.
ფლირჩატზე ანტიბულინგური
ალგორითმი
გული თაბახის
ფურცლიდან გამოჭრილი. ფილმი.
დაფა, ცარცი.
საკლასო ოთახში
გაკრული შეფასების რუბრიკები.
ანალიზის ფურცლები.
ყველა მოსწავლისთვის.
|
9წთ
7წ.
2წ.
1წ.
2წ.
|
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგი:
მოსწავლეები შეძლებენ:
·
ბულინგის შესახებ მიღებული ინფორმაციის გაანალიზებას;
·
ბულინგის
ამოცნობას, სკოლაში არსებული დისკრიმინაციის დაძლევის გზებს;
·
საკუთარი როლისა და პასუხისგგებლობის გააზრებას ბულინგის
პრევენციასა და შემცირებაში.
·
ძალადობის მსხვერპლთა პრობლემების გაცნობიერებას და თანაგანცდის უნარის გამოვლენას.
შეფასება: გაკვეთილზე გამოყენებული იქნება განმსაზღვრელი და განმავითარებელი
(ზეპირი კომენტარი)შეფასება.
გაკვეთილის შეფასების სქემა
კრიტერიუმები
|
1-4
|
5-6
|
7-8
|
9-10
|
აცნობიერებს ბულინგის არსს, საზოგადოებრივ
ჯგუფებში ძალადობის რისკფაქტორებს.
|
მოსწავლემ
ვერ გააცნობიერა ბულინგის აზრი და საზოგადოებრივ ჯგუფებში ძალადობის რისკფაქტორები
|
მოსწავლეს
უჭირს ბულინგის აზრის გაცნობიერება და საზოგადოებრივ
ჯგუფებში ძალადობის რისკფაქტორების ამოცნობა
|
მოსწავლემ
მეტ-ნაკლებად გააცნობიერა ბულინგის აზრი და საზოგადოებრივ ჯგუფებში ძალადობის რისკფაქტორები
|
მოსწავლემ
სრულყოფილად გააცნობიერა ბულინგის აზრი და საზოგადოებრივ ჯგუფებში ძალადობის რისკფაქტორები
|
ამოიცნობს
ბულინგის. იცის სკოლაში არსებული დისკრიმინაციის დაძლევის გზები.
|
მოსწავლეს
არ შეუძლია ბულინგის ამოცნობა და სკოლაში არსებული დისკრიმინაციის გზების პოვნა.
|
მოსწავლე
მოცემული მაგალითებიდან მხოლოდ რამდენიმე ბულინგის მაგალითს ამოიცნობს. სკოლაში არსებული
დისკრიმინაციის დაძლევის გზებზე საუბარი უჭირს.
|
მოსწავლეს
შეუძლია ბულინგის ამოცნობა. სკოლაში არსებული დისკრიმინაციის დაძლევის ერთ მაგალითს
ასახელებეს.
|
მოსწავლეს
სრულყოფილად შეუძლია ბულინგის ამოცნობაცა და სკოლაში არსებული დისკრიმინაციის დაძლევის
რამდენიმე გზას გვთავაზობს.
|
იაზრებს
საკუთარ როლს და პასუხისმგებლობას ბულინგის პრევენციასა და შემცირებაში.
|
მოსწავლე ვერ იაზრებს საკუთარ როლს და პასუხისმგებლობას
ბულინგის პრევენციასა და შემცირებაში.
|
მოსწავლეს
უჭირს გაიაზროს საკუთარი როლი და პასუხისმგებლობა ბულინგის პრევენციასა და შემცირებაში.
|
მოსწავლე მეტ-ნაკლებად იაზრებს საკუთარ როლს და პასუხისმგებლობას
ბულინგის პრევენციასა და შემცირებაში.
|
მოსწავლე სრულყოფილად იაზრებს საკუთარ როლს და პასუხისმგებლობას
ბულინგის პრევენციასა და შემცირებაში.
|
აცნობიერებს ძალადობის მსხვერპლთა პრობლემებს . განუვითარდა ბავშვებში თანაგანცდის უნარი.
|
მოსწავლე ვერ აცნობიერებს ძალადობის მსხვერპლთა პრობლემებს . არ განუვითარდა ბავშვებში თანაგანცდის უნარი.
|
მოსწავლე ნაწილობრივ აცნობიერებს ძალადობის მსხვერპლთა პრობლემებს და ნაკლებად განუვითარდა ბავშვებში თანაგანცდის უნარი.
|
მოსწავლე მეტ-ნაკლებად აცნობიერებს ძალადობის მსხვერპლთა პრობლემებს და მეტ-ნაკლებად განუვითარდა ბავშვებში თანაგანცდის უნარი.
|
მოსწავლე
სრულყოფილად აცნობიერებს ძალადობის მსხვერპლთა პრობლემებს და განუვითარდა თანაგრძნობის
უნარი.
|
გაკვეთილის შეფასების სქემა სსსმ მოსწავლეებისთვის
კრიტერიუმები
|
1-4
|
5-6
|
7-8
|
9-10
|
საკითხის
გაგება გააზრება. რა არის ბულინგი.
|
მოსწავლემ
ვერ გაიაზრა რა არის ბულინგი.
|
მოსწავლეს
უჭირს ბულინგის არსის გააზრება.
|
მოსწავლემ
მეტ-ნაკლებად გააცნობიერა ბულინგის არსი.
|
მოსწავლემ
სრულყოფილად გააცნობიერა ბულინგის არსი.
|
ამოიცნობს
ბულინგს და პოულობს დაძლევის გზას.
|
მოსწავლეს
არ შეუძლია ბულინგის ამოცნობა და ვერ პოულობს დაძლევის გზას.
|
მოსწავლე
ზოგჯერ ამოცნობს ბულინგს, მაგრამ ვერ პოულობს მისი გადაჭრის გზას.
|
მოსწავლემ
მეტ-ნაკლებად ისწავლა ბულინგის ამოცნობა, მაგრამ ზოგჯერ ვერ პოულობს გადაჭრის გზებს.
|
მოსწავლე ყოვეთვის ამოიცნობს ბულინგს და პოულობს გადაჭრის
გზებს.
|
დანართი №1( ბარათები მეორე
აქტივობისთვის)
1. მოსწავლეებს შორის ურთიერთობა
სისტემატიურად ხდება ფიზიკური ან ემოციური ზიანის მიყენებით, მუქარით. ზოგადად ურთიერთობა
დაძაბულია.
2. მოსწავლეებს შორის ურთიერთობა
ზოგადად არ არის დაძაბული და მიყენებული ზიანი ფიზიკური და ემოციური მსუბუქია. ორივე
მხარე დაზარალებულია.
3. ქცევის მთავარი მახასიათებელია
მანიპულაცია, იმისთვის, რომ აუცილებლად მიიღოს ის რაც სურს.
4. ორივე მხარეს აქვს თანაბარი
წყენა და ბრაზი.
5. ლიდერული ქმედება არ წარმოადგენს
ძალაუფლებისა და კონტროლის ზემოქმედებას.
6. კონტროლის მიზნით სისტემატიურად
ურთიერთობაში ერთი მხრიდან ხდება მანიპულაცია და ურთიერთობა დაძაბულია
7. ურთიერთობა ორივე მხრიდან დაფუძნებულია
უხეშ ხუმრობებზე, ზარალდება ორივე მხარე.
8. მოსწავლეებს შორის ურთიერთობა
დაძაბულია. ერთი მხრიდან სისტემატიურად ხდება ფსიქოლოგიური ზეწოლა.
სსსმ მოსწავლეებისთვის
1. მოსწავლეებს შორის ურთიერთობა
დაძაბულია, რადგან ერთი მხრიდან სისტემატიურად ხდება ფიზიკური ზეწოლა.
2. მოსწავლეებს შორის ურთიერთობა
დაძაბულია, რადგან ერთი მხრიდან სისტემატიურად ხდება ფსიქოლოგიური ზეწოლა.
დანართი №2
ლეოს ისტორია.
ლეო 13 წლის გამხდარი, პატარა ბიჭია; როცა ის სათამაშო
მოედანზე გადის, მას დიდი ბიჭები ხშირად ჩაგრავენ. ერთხელ ლეომ ვერ მოითმინა და დიდ
ბიჭებს უთხრა, რომ ჩაგვრა დაუშვებელია და ისინი იქცევიან, როგორც გაუნათლებელი პრიმიტივები.
პასუხად დიდმა ბიჭებმა ლეო სასტიკად სცემეს. ფიზიკურ ძალადობას შეესწრო გიორგი(ისიც
13წლისაა) რომელიც ამ დროს შევიდა სათამაშო მოედანზე.
დანართი №3
დანართი №4
საშინაო დავალების ანალიზის ნიმუში
გასაცნობ ინფორმაციასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი
იდეები, ძირითადი აზრი, შეკითხვები, ფაქტები.
|
ჩანაწერები, თეზისები, შეკითხვა, საკვანძო სიტყვები.
|
მაისის თოვლის ყურებისას ამოიცანით ბავშვზე ძალადობის
სახეები; მიზეზები; შედეგები.
|
|
ყურადღება გაამახვილეთ რეჟისორის ეპიზოდზე
|
|
შექმენით სკოლისა და მასწავლებლის პორტრეტი
|
|
დააკვირდით მთავარი პერსონაჟის პრობლემებს- მიზეზებსა
და შედეგებს.
|
|
პერსონაჟ სანდროს შეხედულებები-განათლების განყოფილების
ინსპექტორი.
|
|
დაახასიათეთ ეპოქა, რომელშიც მოქმედება მიმდინარეობს.
|
|
შეადარეთ დღევანდელობას.
რა?
ვინ?
სად?
როდის?
როგორ?
რატომ?
|
მოკლე შეჯამება / დასკვნა
დანართი №5 (სსსმ მოსწავლეებისთვის)
ჩამოწერე მთავარი პერსონაჟის პრობლემები.
შენი აზრით ვინ შეძლებს მთავარ პერსონაჟს დახმარებას?
შენი აზრით რეჟისორის ეპიზოდში, არის თუ არა მოსწავლეებისთვის
დამამცირებელი მომენტები? თუ პასუხი დადებითია, მაშინ აღწერე რა მოგეჩვენა დამამცირებლად.
დაახასიათე მასწავლებელი. (მოგწონს თუ არა მისი ქმედებები)
სამოდელო გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი , გვარი : ხათუნა
გაბუნია
პირადი ნომერი : 65002012071
საგანი : სამოქალაქო
განათლება
სწავლებლის საფეხური /კლასი : საშუალო საფეხური, X1 კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა : 27
გაკვეთილის თემა : რა სჭირდება მოქალაქეს საზოგადოებისგან და საზოგადოებას
მოქალაქისგან
გაკვეთილის ტიპი:
სამოდელო-პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული
გაკვეთლის მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ გააცნობიერონ: დემოკრატიული
ქვეყნის არსი და მისი მახასიათებლები, მოქალაქის ჩართულობის მნიშვნელობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მოსწავლეები გაიაზრებენ დემოკრატიული საზოგადოების მოქალაქეების უფლებებისა და მოვალეობების არსს. მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ საზოგადოების აქტიური წევრისათვის აუცილებელი დამოკიდებულებები, გააცნობიერებენ მოქალაქის აქტიური, თავისუფალი
თანამონაწილეობის მნიშვნელობას თემისა და მთლიანად ქვეყნის წინაშე. შეაფასებენ დემოკრატიული საზოგადოების წევრის უმნიშვნელოვანეს მოვალეობებს.
სტანდარტი:
მოქ.X.10. მოსწავლეს შეუძლია საქართველოს მოქალაქის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობის შესაძლებლობების კვლევა და გამოყენება.
მოქ.10.11. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს მოქალაქეების როლი ქვეყნის დემოკრატიაში.
N
|
აქტივობის
მიზანი და აღწერა
|
გამოყენებული
მეთოდი/მეთოდები
|
კლასის
ორგანიზების
ფორმა/ფორმები
|
სასწავლო
რესურსები
|
დრო(წთ)
|
1.
|
საორგანიზაციო საკითხები
გაკვეთილის დაწყებისას
მასწავლებელი ესალმება კლასს,ამოიკითხავს სიას,ეუბნება მოამზადონ ნივთები.
|
ინფორმაციის ვერბალური
მიწოდება.
|
საერთო საკლასო
|
საკლასო ჟურნალი
|
3 წთ
|
2.
|
აქტივობა 1
წინარე ცოდნის გააქტიურება
აქტივობის მიზანი:
მოსწავლეები შეძლებენ გააცნობიერონ: დემოკრატიული
ქვეყნის არსი და მისი მახასიათებლები, მოქალაქის ჩართულობის მნიშვნელობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
აქტივობის აღწერა: მოსწავლეები პედაგოგისაგან „ყიდულობენ“ დემოკრატიული და არადემოკრატიული ქვეყნების მახასიათებლებს, რომლებიც ბარათების სახით დევს მაგიდაზე. ფლირჩატზე წინასწარ წერია სიტყვები- „დემოკრატიული ქვეყანა“ და „არადემოკრატიული ქვეყანა“. მოსწავლეები ირჩევენ ბარათებს და აკრავენ შესაბამის განმარტებასთან. თამაშის დასასრულს ხდება შეჯამება. განსაკუთრებული ყერადღება ექცევა დემოკრატიული ქვეყნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მახასიათებელს „აქტიურ მოქალაქეობას“. (დანართი№1)
|
აუქციონი
|
საერთო საკლასო
|
ფლირჩატის ფურცელი,
მარკერი.
ბარათები
|
5 წთ
|
3.
|
სიღრმისეული წვდომა
აქტივობა 1
მინი ლექცია.
აქტივობის მიზანი: მოსწავლეები გაიაზრებენ დემოკრატიული საზოგადოების მოქალაქეების უფლებებისა და მოვალეობების არსს.
აქტივობის აღწერა:
ლექციის სახით ვაწვდით თეორიულ მასალას.
|
ინფორმაციის ვერბალური
მიწოდება
|
საერთო საკლასო
|
3წ.
|
|
5.
|
აქტივობა 2
მიზანი:მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ საზოგადოების აქტიური წევრისათვის აუცილებელი დამოკიდებულებები, გააცნობიერებენ მოქალაქის აქტიური, თავისუფალი თანამონაწილეობის მნიშვნელობას თემისა და მთლიანად ქვეყნის წინაშე.
აქტივობის აღწერა: მოსწავლეები იყოფიან 4 ჯგუფად. თითოეული მათგანი წინასწარ მიწოდებული კითხვების საფუძველზე, ამუშავებს ათენის ერთ-ერთი არქონტის- პერიკლეს გამოსამშვიდობებელ სიტყვას წარმოთქმულს ათენელი ჯარისკაცების დაკრძალვაზე.
(დანართი№2)
ჯგუფი აკეთებს პრეზენტაციას.
|
წყაროს ანალიზი
|
ჯგუფური მუშაობა
|
წყარო და კითხვები
|
15 წთ
(7წუთი წყაროზე
მუშაობა., 8წუთი პრეზენტაცია)
|
6.
|
აქტივობა 4
აქტივობის მიზანი: მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ საზოგადოების აქტიური წევრისათვის აუცილებელი დამოკიდებულებები, გააცნობიერებენ მოქალაქის აქტიური, თავისუფალი თანამონაწილეობის მნიშვნელობას თემისა და მთლიანად ქვეყნის წინაშე. შეაფასებენ დემოკრატიული საზოგადოების წევრის უმნიშვნელოვანეს მოვალეობებს
აქტივობის აღწერა: დისკუსია.
თემა: „არც კაცი ვარგა, რომ ცოცოხალი მკვდარსა ემსგავსო, იყო სოფელში და სოფლისთვის არა ივარგო“ (დანართი№3)
|
დისკუსია
|
საერთო კლასთან
|
კომპიუტერი, მონიტორი.
სადისკუსიო
კითხვები
|
6 წთ.
|
7.
|
აქტივობა 5
ლექცია-პრეზენტაცია
აქტივობის მიზანი:მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ საზოგადოების აქტიური წევრისათვის აუცილებელი დამოკიდებულებები, გააცნობიერებენ მოქალაქის აქტიური, თავისუფალი თანამონაწილეობის მნიშვნელობას თემისა და მთლიანად ქვეყნის წინაშე. შეაფასებენ დემოკრატიული საზოგადოების წევრის უმნიშვნელოვანეს მოვალეობებს
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი საპრეზენტაციო სლაიდების საშუალებით აცნობს იმ პიროვნებებს, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს საზოგადოებრივ ცხოვრებაში : მაჰათმა განდი, ვაცლავ ჰაველი, დედა ტერეზა, მერაბ კოსტავა, მარტინ ლუთერ კინგი.(თუ
რომელიმე ზემოთ მოცემული პიროვნების მოღვაწეობა მოსწავლეებისთვის იქნება ცნობილი,
ისინი თავად ისაუბრებენ მათ შესახებ)
|
საერთო-საკლასო
|
6 წთ.
|
||
8.
|
შეფასება
მასწავლებელი
აფასებს მოსწავლებს შეფასების რუბრიკის მიხედვით
|
განმსაზღვრელი
შეფასება
|
ინდივიდუალური
|
საკლასო ოთახში
გაკრული შეფასების რუბრიკები.
|
3 წთ
|
9.
|
საშინაო დავალება: წყაროების ანალიზი
1)
იგავი: “რა დამოკიდებულება გვაქვს“ (14მოსწ.)
2)
ოთარ
ჭილაძის სიტყვიდან ნაწყვეტი, რომელიც მან წარმოთქვა 1989წლის 9აპრილის შემდეგ.(13მოსწ.)
(დანართი№4)
|
ინსტრუქცია
|
საერთო საკლასო
|
თაბახის ფურცლები
დავალებით.
|
2 წთ.
|
10.
|
რეფლექსია
აქტივობა: რა ვისწავლე და როგორ გამოვიყენებ?
მასწავლებელი
მიმართავს კლასს:
შეაფასეთ თქვენს
მიერ გაკვეთილზე მიღებული ცოდნა დარიგებული ბარათების მეშვეობით. დაწერეთ წითელ ბარათზე
ერთი რამ, რაც სრულიად გასაგები აღმოჩნდა თქვენთვის დღევანდელი გაკვეთილიდან და ლურჯ
ბარათზე როგორ გამოიყენებ. გასვლის დროს მიაკარი ფლირჩატის ფურცელზე.
|
გასასვლელი ბარათები
შევსება
|
ინდივიდუალური
|
გასასვლელი ბილეთები
29 ცალი, ლურჯი და 29ცალი წითელი. ფლირჩატის ფურცელი.
|
2წთ
|
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგი:
მოსწავლეები შეძლებენ:
·
დემოკრატიული ქვეყნის არსისა და მისი მახასიათებლები
გაგებას, მოქალაქის ჩართულობის მნიშვნელობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
·
საზოგადოების აქტიური წევრისათვის
აუცილებელი
დამოკიდებულებების გააზრებას, მოქალაქის აქტიური, თავისუფალი თანამონაწილეობის მნიშვნელობის გაგებას
თემისა
და
მთლიანად
ქვეყნის
წინაშე.
·
დემოკრატიული საზოგადოების წევრის
უმნიშვნელოვანეს
მოვალეობების შეფასებას.
შეფასება: გაკვეთილზე გამოყენებული იქნება განმსაზღვრელი და განმავითარებელი
(ზეპირი კომენტარი, გასასვლელი ბარათი) შეფასება.
გაკვეთილის შეფასების სქემა
კრიტერიუმები
|
1-4
|
5-6
|
7-8
|
9-10
|
აცნობიერებს დემოკრატიული
ქვეყნის არსს და მისი მახასიათებლებს, მოქალაქის ჩართულობის მნიშვნელობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
|
მოსწავლემ
ვერ გააცნობიერა დემოკრატიული ქვეყნის არსი და მისი მახასიათებლები, მოქალაქის ჩართულობის მნიშვნელობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
|
მოსწავლეს
უჭირს გააცნობიეროს დემოკრატიული ქვეყნის
არსი და მისი მახასიათებლები, მოქალაქის ჩართულობის მნიშვნელობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
|
მოსწავლემ
მეტ-ნაკლებად გააცნობიერა დემოკრატიული ქვეყნის არსი და მისი მახასიათებლები, მოქალაქის ჩართულობის მნიშვნელობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
|
მოსწავლემ
სრულყოფილად გააცნობიერა დემოკრატიული ქვეყნის არსი და მისი მახასიათებლები, მოქალაქის ჩართულობის მნიშვნელობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
|
იცის დემოკრატიული საზოგადოების მოქალაქეების უფლებებისა და მოვალეობების არსი.
|
მოსწავლეს
არ იცის დემოკრატიული საზოგადოების მოქალაქეების უფლებების და მოვალეობების არსი.
|
მოსწავლეს
უჭირს გააცნობიეროს დემოკრატიული საზოგადოების მოქალაქეების უფლებების და მოვალეობების არსი.
|
მოსწავლეს
შეუძლია გააცნობიეროს დემოკრატიული საზოგადოების მოქალაქეების უფლებების და მოვალეობების არსი.
|
მოსწავლეს
სრულყოფილად შეუძლია გააცნობიეროს დემოკრატიული საზოგადოების მოქალაქეების უფლებების და მოვალეობების არსი.
|
იაზრებს მოქალაქის აქტიური,
თავისუფალი თანამონაწილეობის მნიშვნელობას თემისა და მთლიანად ქვეყნის წინაშე.
|
მოსწავლემ
ვერ გაიაზრა მოქალაქის აქტიური, თავისუფალი თანამონაწილეობის მნიშვნელობა თემისა
და მთლიანად ქვეყნის წინაშე.
|
მოსწავლეს
უჭირს, მოქალაქის აქტიური თავისუფალი თანამონაწილეობის მნიშვნელობის გააზრება თემისა
და მთლიანად ქვეყნის წინაშე.
|
მოსწავლემ
მეტ-ნაკლებად გაიაზრა მოქალაქის აქტიური თავისუფალი თანამონაწილეობის მნიშვნელობა
თემსა და მთლიანად ქვეყნის წინაშე.
|
მოსწავლემ
ძალიან კარგად გაიაზრა მოქალაქის აქტიური,
თავისუფალი თანამონაწილეობის მნიშვნელობა თემისა და მთლიანად ქვეყნის წინაშე.
|
მოსწავლე აფასებს დემოკრატიული საზოგადოების წევრის უმნიშვნელოვანეს მოვალეობებს.
|
მოსწავლე ვერ აფასებს დემოკრატიული საზოგადოების წევრის უმნიშვნელოვანეს მოვალეობებს.
|
მოსწავლეს უჭირს შექფასოს დემოკრატიული საზოგადოების წევრის უმნიშვნელოვანეს მოვალეობებს.
|
მოსწავლე მეტ-ნაკლებად აფასებს დემოკრატიული საზოგადოების წევრის უმნიშვნელოვანეს მოვალეობებს.
|
მოსწავლე ძალიან კარგად აფასებს დემოკრატიული საზოგადოების წევრის უმნიშვნელოვანეს მოვალეობებს.
|
დანართი №1
დემოკრატიული ქვეყნის მახასიათებლები:
·
სახელმწიფოში
ყველა ადამიანს აქვს პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური თანასწორობის უფლება.
·
სახელმწიფო
აღიარებს ადამიანთა ჯგუფების კულტურულ, ენობრივ, რელიგიურ და ეთნიკურ განსხვავებებს.
·
სახელმწიფოში
ძლიერი ხელისუფლების სათავე არის ხალხი.
·
სახელმწიფოში
ყველა ინდივიდს აქვს სიცოცხლის, თავისუფლების, ეკონომიკური და დამოუკიდებლობის და ბედნიერების
ფუნდამენტური უფლება. ამ უფლებების შესრულების ხარისხს კონტროლს უწევს სამოქალაქო საზოგადოება.
·
სახელმწიფოში
საზოგადოება გამოხატავს სიყვარულსა და ერთგულებას თავისი ქვეყნისა და მისი ღირებულებების
მიმართ, როგორც სიტყვით, ასევე- მოქმედებით და ზრუნავს ქვეყნის საკეთილდღეოდ.
·
სახელმწიფოში
არის სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ჩართულია ქვეყნის განვითარებაში.
არადემოკრატიული ქვეყნების მახასიათებლები:
·
სახელმწიფოში
არსებობს იდეოლოგია, რომელიც მოიცავს განსაზღვრავს და აკონტროლებს საზოგადოებას.
·
სახელმწიფო
აკონტროლებს ინდივიდების ცხოვრების ყველა ასპექტს, მათ შორის პირად ცხოვრებას.
·
სახელმწიფო
ანხორციელებს რეპრეციებს, რომლებიც, ერთი მხრივ,
ემსახურება გაბატონებული იდეოლოგიის მოწინააღმდეგეების განადგურებას და ამ გზით საზოგადოებაში
შიშის დათესვას, რათა მომავალში თავიდან იქნეს აცილებული მასობრივი, ორგანიზებული წინააღმდეგობა.
·
ძალაუფლება
თავმოყრილია ერთი პირის ან პირთა ჯგუფის ხელში, რომელსაც ასევე სათავეში უდგას ერთი
პიროვნება.
·
ადამიანის
უფლებები და ძირითადი თავისუფლებები, განსაკუთრებით, გამოხატვის თავისუფლება, იგნორირებული
ან მოჩვენებითია
დანართი №2
ათენის არქონტის- პერიკლეს გამოსამშვიდობებელ სიტყვა,
რომელიც წარმოთქვა ათენელი ჯარისკაცების დაკრძალვაზე.
„.....ჩვენი სახელმწიფოებრივი მოწყობისათვის არანაირი
უცხოური დაწესებულება არ აგვიღია. პირიქით ჩვენ თვითონ ვართ მაგალითის მიმცემნი სხვებისთვის
, და არა ვინმეს მიმბაძველნი რაიმეში. და ვინაიდან ჩვენ ქალაქს მართავენ არა ერთი მუჭა
ადამიანები, არამედ ხალხის უმრავლესობა, ამიტომ ჩვენს სახელმწიფოებრივ წყობას ხალხის
მმართველობა ეწოდება. კერძო საქმეებში ყველა სარგებლობს ერთნაირი უფლებით და კანონთა
მიხედვით, რაც შეეხება სახელმწიფოებრივ საქმიანობას, საპატიო სახელმწიფო თანამდებობაზე
აწინაურებენ ღირსების მიხედვით, ვისაც თავი გამოუჩენია არა რომელიმე წოდებისადმი კუთვნილების
ძალით, არამედ პირადი სიქველით. სიღარიბე ხელს არ უშლის საპატიო თანამდებობის დაკავებას...
ჩვენ საზოგადოებრივ საქმიანობაში არ ვარღვევთ კანონებს, ვემორჩილებით ხელისუფლებასა
და კანონებს, განსაკუთრებით-დაჩაგრულთა დასაცავად დაწესებულთ....ჩვენ ვცხოვრობთ დავისუფლად....სიმდიდრე
ჩვენთვის ფუჭი დიდების მიღწევის საშუალება კი არ არის, არამედ ახალი, მიღწევების შესაძლებლობაა.
არ მიგვაჩნია, რომ სიღარიბის აღიარება სირცხვილია, მაგრამ ნამდვილი უკუსვლაა, როდესაც
არაფერს იღონებ მის დასაძლევად. ჩვენი მოქალაქეები პირნათლად ასრულებენ როგორც საზოგადოებრივ,
ისე კერძო მოვალეობებს. სხვა სახელმწიფოებისაგან იმით განვსხვავდებით, რომ ადამიანს,
რომელსაც თავი საზოგადოებრივი საქმეებისგან შორს უჭირავს, არა „მშვიდ“ , არამედ უსარგებლო
მოქალაქედ მივიჩნევთ. პოლიტიკის ყველა საკითხს სათითაოდ და ყურადღებით განვიხილავთ
და ვკამათობთ მათზე, რადგან გვჯერა.....რომ ნებისმიერი წამოწყება განწირულია, თუკი
საერთო მსჯელობის გარეშეა დაწყებული. ჩვენი განსხვავებული თვისებაა, რომ ერთდროულად
უშიშარნი (რისკიანნი) ვართ ქმედებაში და ძალზე ბევრს ვფიქრობთ მათ დაწყებამდე ....
ერთი სიტყვით მე ვამტკიცებ, რომ ჩვენი ქალაქი მთელი ელადის სკოლაა და მიმაჩნია, რომ
თითოეულ ჩვენგანს თავისთავად შეუძლია იოლად
და მოხდენილად გამოამჟღავნოს თავისი პიროვნება სრულიად განსხვავებულ ცხოვრების პირობებში.
წყაროს ანალიზისთვის კითხვები;
პირველი ჯგუფი:
რას მოითხოვს ათენში საზოგადოება მოქალაქისგან და რით
უზრუნველყოფს სახელმწიფო თავის მოქალაქეებს.
მეორე ჯგუფი:
თქვენი აზრით რატომ უწოდა პერკლემ ადამიანს, რომელსაც
საზოგადოებრივი საქმეებისგან თავი შორს უჭირავს, არა „მშვიდი“ არამედ უსარგებლო?
მესამე ჯგუფი:
დაასახელეთ თქვენი ნაცნობებიდან, ვინ იქნებოდა პერიკლეს
აზრით სასარგებლო ადამიანი და რატომ?
მეოთხე ჯგუფი:
ტექსტის წაკითხვის შემდეგ მოპოვებული ინფორმაცია ჩაწერე
მოცემულ ცხრილში
ათენის მართველობის
დამახასიათებელი ნიშნები
|
საზოგადოებრივი
ღირებულებები
|
ათენელ მოქალაქეთა
ცხოვრების წესი
|
დანართი №3
სადისკუსიო კითხვები
· რა საერთოა პერიკლესა და ბარათაშვილის ამ სიტყვებს შორის?
·
თქვენი
აზრით იყო თუ არა პერიკლეს დროის საბერძნეთში მოქალაქის თვითრეალიზაციისთვის ხელსაყრელი
გარემო? დაასაბუთეთ თქვენი მოსაზრება.
·
არის თუ არა საქართველოში ასეთი გარემო. დაასაბუთეთ
თქვენი მოსაზრება
· გაიხსენეთ ქართველი საზოგადო მოღვაწეები,
რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქვეყნის საზოგადოებრივ განვითარებაში.
·
კიდევ
ერთხელ ჩამოაყალიბეთ , რა სჭირდება საზოგადოებას მოქალაქისგან და პირიქით? რა სჭირდება
საზოგადოებას თქვენგან და თქვენ საზოგადოებისგან?
დანართი №4
იგავი-
რა დამოკიდებულება გაქვს:
ორი ბრძენი მსოფლიოში სამოგზაუროდ გაემგზავრა, რათა გაეგოთ, თუ როგორ ცხოვრობს
ხალხი. ერთ პატარა ქალაქში მათ ნახეს ადამიანები, რომლებიც საკმაოდ უცნაურად იქცეოდნენ.
ისინი შეუჩერებლად ეზიდებოდნენ უზარმაზარ ლოდებს სადღაც. როგორც ერთი შეხედვით იგრძნობოდა,
ძალიან უჭირდათ. დაკოჟრილი ხელებიდან სისხლი სდიოდათ. გატანჯულ სახეებზე ღვარად ჩამოსდიოდათ
ოფლი.
ბრძენკაცები
დაინტერესდნენ, რას ემსახურებოდა მათი საქმიანობა.
-
რას აკეთებ? - ჰკითხეს ერთ-ერთ მათგანს.
-ქვებს
ვეზიდები.- იყო პასუხი.
-
შენ რაღას აკეთებ?- ჰკითხეს მეორეს.
-
ბავშვებისთვის ლუკმა-პურის ფულს გამოვიმუშავებ.
-
და შენ რაღას აკეთებ?
-
ღვთის ტაძარს ვაშენებ!
მაშინ
კი ჩაწვდნენ ბრძენკაცები ერთ ცხოვრებისეულ ჭეშმარიტებას:
„მთავარია
არა ის რას აკეთებ, არამედ ის თუ როგორ ეკიდები ამ საქმეს“.
უპასუხეთ კითხვებს:
- გაიხსენეთ
შემთხვევა, როცა ადამიანებს, რომლებიც ერთსა და იმავე საქმეს აკეთებენ, ამ საქმის
მიმართ განსხვავებული დამოკიდებულებები აქვთ? შეეცადეთ ახსნათ.
- დაუკავშირეთ
იგავის შეგონება აქტიური მოქალაქის თვისებებს- პასუხისმგებლობას, დამოუკიდებლობას,
ინიციატივას, მონაწილეობის სურვილს, ზრუნვას, სიყვარულით და სიკეთით საქმის კეთებას.
ნაწყვეტი ოთარ ჭელიძის სიტყვიდან,
რომელიც მან წარმოთქვა 1989 წლის 9აპრილის ტრაგედიის შემდეგ:
ვგმობ სისასტიკეს!
(რადიოგამოსვლა 1989 წლის 11 აპრილს)
მთელი
ჩემი არსებით ვგმობ იმ არაადამიანურ სისასტიკეს, ანგარიშსწორების იმ ბარბაროსულ მეთოდს,
მსხვერპლისადმი იმ ცინიკურ განურჩევლობას, რისი მოწმენიც ჩვენდა სამწუხაროდ, 9აპრილის
ღამით გავხდით. ეს ღამე ალბათ ახალ „ბართლომეს ღამედ“ ჩაიწერება მსოფლიოს ისტორიაში,
ხოლო ჩვენს შეგნებაში მარადიულ წყვდიადად დარჩება-აღარასოდეს გათენდება, როგორც არ
უნდა წარიმართოს ხვალიდან ჩვენი ცხოვრების გზები. ჩვენ კი არ დაგვსაჯეს, როგორც დავუშვათ
, პოლიტიკური დამნაშავენი, არამედ ბნელში, ფაციფუცით გაუსამართლებლად ამოგვხოცეს, როგორც
დავუშვათ, ქვეწარმავლები. ჩვენი ყველაზე დიდი დანაშაული კი თავისუფლებისაკენ სწრაფვა
იყო და სხვა არაფერი. ხოლო თავისუფლებისკენ სწრაფვა საერთოდ ადამიანის მთავარი თვისებაა
და არაფერია ამაში არც გაუგებარი, არც მოულოდნელი, არც გადამეტებული და რაც მთავარია,
არც სხვებისგან გამოსარჩევი. პირიქით თუკი გვამსგავსებს, სწორედ ეს უკეთილშობილესი თვისება თუ მოთხოვნილება გვამსგავსებს იმ ბედნიერ
ხალხებს, სხვებზე ადრე რომ გაიარეს თვითგამორკვევის, თვითდამკვიდრების, თვითშემეცნების
გზა. ეს გზა ადრე თუ გვიან, ყველა ხალხმა უნდა გაიაროს და მათ შორის, რასაკვირველია,
ჩვენც. მაგრამ საქმეც ისაა, ვინ როგორ გაივლის ამ გზას, ანუ ბოლომდე გაივლის თუ შუა
გაზაში შეფერხდება, დაიბნევა, გადაცდება, მხარი ექცევა.... სიბნელიდან სინათლეზე ერთბაშად
გამოსვლა სახიფათოა - გადაჩვეულმა სინათლემ, შეიძლება, ისე დაგვაბრმავოს, სულ უბრალო
დაბრკოლებაც საბედისწერო აღმოჩნდეს ჩვენთვის“.....
უპასუხეთ
კითხვებს:
- რატომ უნდა
გვახსოვდეს 9 აპრილის გმირები?
- რა იყო მათი
პროტესტის მიზანი?
- ადამიანის
რომელ უფლებებს იცავდნენ ისინი?
- სიბნელიდან
სინათლეზე ერთბაშად გამოსვლა სახიფათოა - გადაჩვეულმა სინათლემ, შეიძლება, ისე
დაგვაბრმავოს, სულ უბრალო დაბრკოლებაც საბედისწერო აღმოჩნდეს ჩვენთვის“- როგორ
ფიქრობთ რას გულისხმობს ტექსტის ავტორი ამ სიტყვებში?
Комментариев нет:
Отправить комментарий