пятница, 28 мая 2021 г.

პროექტის გოგოებისა და ბიჭების თანაბარი შესაძლებლობებიის პრეზენტაცია

 მოგესალმებით! 😊

მონაწილეობა მივიღე პროექტში "გოგოებისა და ბიჭების თანაბარი შესაძლებლობები." 

პროექტი განახორციელა, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმმა, ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოლაბორაციით. პროექტის მიზანია გააძლიეროს სამოქალაქო განათლების მასწავლებლები, აუმაღლოს კომპეტენციები, აღჭურვოს ახალი მეთოდოლოგიითა და რესურსებით, რათა ხელი ხეუწყოს სკოლაში გოგოებისა და ბიჭების თანასწორობის სწავლებას.

1. პროექტის ფარგლებში ჩაგვიტარდა ვებინარი 2020წლის 20 ნოემბერს.  ტრენინგი იყო ძალიან საინტერესო, აქტივობებით დატვირთული. გადმოგვეცა ელექტრონული სასწავლო მასალები.

დავალება:

 https://www.youtube.com/watch?v=wN5R2LWhTrY&t=49s  - No More Boys and Girls - Can Our Kids Go Gender Free episode 1 - ინგლისურად

 https://www.youtube.com/watch?v=U8ByiIuQsy4  -BBC Без мальчиков и девочек Возможно ли гендерно нейтральное воспитание часть 1 - რუსულად.

  საინტერესო კვლევაა. ძალიან მომეწონა. 👍

2. მეორე შეხვედრა დაიგეგმა ბორჯომში 16-17-18 აპრილს სასტუმროში "ქრაუნ პლაზა-ბორჯომი" სესიებს უძღვებოდა მოწვეული ექსპერტი გენდერის საკითხებში, პროფესორი ნანა ბერეკაშვილი. 

ფოტოები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ლინკზე

https://www.facebook.com/xatuna.gabunia.9/posts/3846351772113317

3. პროექტის ფარგლებში ჩავატარე ორი გაკვეთილი. გამოვიყენე ტრენინგებზე მიღებული ცოდნა, გამოცდილება და სასწავლო მასალები. გთავაზობთ ჩემ მიერ ჩატარებული გაკვეთილების გეგმებსა და გაკვეთილზე გამოყენებულ პრეზენტაციებს.




გაკვეთილის გეგმა1 https://drive.google.com/file/d/1CBL2-gbUPkWve81EKID2trlDeY6aBIE_/view?usp=sharing https://drive.google.com/.../1CBL2.../view...

понедельник, 22 апреля 2019 г.

მოგესალმებით ჩემს ბლოგზე!
ვარ პედაგოგი. ვასწავლი ისტორიას, სამოქალაქო განათლებასა და ჩვენს საქართველოს. ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია. ვარ (იმსა) ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციის წევრი. ჩემს მოსწავლეებთან ერთად ვარ ნორჩ ისტორიკოსთა სკოლაში გაწევრიანებული. ასევე ვარ სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის წევრი. ჩვენი სკოლის ბაზაზე 2017-2018 სასწავლო წელს ჩამოვაყალიბე სამოქალაქო კლუბი "ახალი თაობა". კლუბი ფუნქციონირებს დღესაც, ვარ კლუბის კურატორი პედეგოგი.

მიზანი: საგანმანათლებლო ბლოგი შევქმენი 2015წელს როცა გავიარე ტრენინგი  "ინფორმაციულ-საკომუნიკაციო  ტექნოლოგიების  გამოყენება  სასწავლო  პროცესში" . თავიდან ბლოგს ვიყენებდი აქტიურად, შემდეგ კი სხვა სოციალური ქსელების გამოყენება დავიწყე. წელს მივიღე გადაწყვეტილება განმეახლებია ჩემი ბლოგი. 
ჩემი მიზანია, ჩემი ბლოგის საშუალებით შევძლო ჩემი პედაგოგიური საქმიანობის აღრიცხვა, აქტივობები და სასწავლო მეთოდები რომელსაც ვიყენებ საგაკვეთილო პროცესში გავუზიარო ჩემს კოლეგებს. აქვე ავტვირთავ, როგორც ჩემს შექმნილ რესურსებს, ასევე ჩემი მოსწავლეების მიერ შექმნილ რესურსებსაც.  შევეცდები ავვტვირთო ჩემი გასვლითი გაკვეთილები, ტურები და ექსკურსიები, ასევე საკლუბო აქტივობები. 2019წლის თებერვალში დავიწყე პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა.  მოგვიანებით დავდებ კვლევის მასალებს. იმედია ჩემს ბლოგზე მოთავსებული მასალა გამოადგება ჩემს კოლეგებს, ასევე იმედი მაქვს, რომ ისინი შემიფასებენ და მომცემენ რჩევებს. 


суббота, 9 мая 2015 г.


ტრენინგის  მეათე  დღე.

ტრენინგის  მეათე  დღეს  ვისწავლეთ  ბლოგზე  ახალი  გვერდების  შექმნა  და  შესაბამის  გვერდზე  თემატიკურად  ინფორმაციის  დამატება.










ტრენინგის  შეფასება

მოგესალმებით!

ტრენინგი: "ინფორმაციულ-საკომუნიკაციო  ტექნოლოგიების  გამოყენება  სასწავლო  პროცესში"  დავასრულეთ. ტრენინგის  ანალიზი: ტრენინგი  გამოვიდა  ძალიან  საინტერესო,რადგან  სასწავლო  პროცესი  მიმდინარეობდა  პრაქტიკული  სამუშაოების  გამოყენებით.  პროფესიული  ზრდისთვის  ნაყოფიერი  გამოვიდა,რადგან  ვისწავლეთ ისეთი  საკითხები,რომლებიც  გამოიყენება  საგაკვეთილო  პროცესის  დროს. კერძოდ: პრეზენტაციის  შექმნა,  დოკუმენტების  გაზიარება, დოკუმენტების  გამოქვეყნება, ფაილების  გამოქვეყნება  ვებ-გვერდზე, გავხსენით  ჩვენი  საიტი, ვისწავლეთ  როგორ  გამოვაქვეყნოთ  პოსტი, ბლოგის  შაბლონის  და  ფონის  შეცვლა, ვიდეო  ფაილის  ატვირთვა, პროექტის  გეგმის შექმნა. სასიამოვნო  იყო  ტრენინგში  მონაწილეობა, რის  გამოც  მადლობას  ვუხდი  ტრენერს, ქალბატონ  ნინოს.