пятница, 28 мая 2021 г.

პროექტის გოგოებისა და ბიჭების თანაბარი შესაძლებლობებიის პრეზენტაცია

 მოგესალმებით! 😊

მონაწილეობა მივიღე პროექტში "გოგოებისა და ბიჭების თანაბარი შესაძლებლობები." 

პროექტი განახორციელა, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმმა, ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოლაბორაციით. პროექტის მიზანია გააძლიეროს სამოქალაქო განათლების მასწავლებლები, აუმაღლოს კომპეტენციები, აღჭურვოს ახალი მეთოდოლოგიითა და რესურსებით, რათა ხელი ხეუწყოს სკოლაში გოგოებისა და ბიჭების თანასწორობის სწავლებას.

1. პროექტის ფარგლებში ჩაგვიტარდა ვებინარი 2020წლის 20 ნოემბერს.  ტრენინგი იყო ძალიან საინტერესო, აქტივობებით დატვირთული. გადმოგვეცა ელექტრონული სასწავლო მასალები.

დავალება:

 https://www.youtube.com/watch?v=wN5R2LWhTrY&t=49s  - No More Boys and Girls - Can Our Kids Go Gender Free episode 1 - ინგლისურად

 https://www.youtube.com/watch?v=U8ByiIuQsy4  -BBC Без мальчиков и девочек Возможно ли гендерно нейтральное воспитание часть 1 - რუსულად.

  საინტერესო კვლევაა. ძალიან მომეწონა. 👍

2. მეორე შეხვედრა დაიგეგმა ბორჯომში 16-17-18 აპრილს სასტუმროში "ქრაუნ პლაზა-ბორჯომი" სესიებს უძღვებოდა მოწვეული ექსპერტი გენდერის საკითხებში, პროფესორი ნანა ბერეკაშვილი. 

ფოტოები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ლინკზე

https://www.facebook.com/xatuna.gabunia.9/posts/3846351772113317

3. პროექტის ფარგლებში ჩავატარე ორი გაკვეთილი. გამოვიყენე ტრენინგებზე მიღებული ცოდნა, გამოცდილება და სასწავლო მასალები. გთავაზობთ ჩემ მიერ ჩატარებული გაკვეთილების გეგმებსა და გაკვეთილზე გამოყენებულ პრეზენტაციებს.




გაკვეთილის გეგმა1 https://drive.google.com/file/d/1CBL2-gbUPkWve81EKID2trlDeY6aBIE_/view?usp=sharing https://drive.google.com/.../1CBL2.../view...

Комментариев нет:

Отправить комментарий